მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღის ტრენინგი გამოირჩეოდა  იმ თვალსაზრისით, რომ დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, ავტვირთეთ პორტფოლიო ბლოგზე. საინტერესო იყო თავად მასწავლებელთა მიერ გამართული ინდივიდუალური პრეზენტაზიები, მათი შეფასების პროცესი. გარდა ამისა, გავეცანით იმ დამხმარე  ვიდეოგაკვეთილებსაც, რომელთა საშუალებით მასწავლებლებს გაუადვილდებათ  კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით  სხვადასხვა საგანში მოსწავლეთათვის  მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება.

ზოგადად, ინტელის ტრენინგი ჩემთვის მრავალმხრივ საინტერესო იყო. გარდა იმისა, რომ ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა და  განვსაზღვრეთ მისი გამოყენების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში, პრაქტიკულად დავეუფლეთ  ბლოგზე მუშაობის უნარ-ჩვევებს. თითოეული საკითხი განვიხილეთ საფუძვლიანად, გავაანალიზეთ შესაძლო პრობლემები და განვსაზღვრეთ გადაჭრის გზებიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია, თავად ტრენერის პროფესიონალიზმი, მისი პიროვნულ-ინდივიდუალური თვისებები.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მეშვიდე დღის რეფლექსია

მესამე დღის რეფლექსია