Популярные сообщения из этого блога
მეცხრე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღის ტრენინგი გამოირჩეოდა იმ თვალსაზრისით, რომ დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, ავტვირთეთ პორტფოლიო ბლოგზე. საინტერესო იყო თავად მასწავლებელთა მიერ გამართული ინდივიდუალური პრეზენტაზიები, მათი შეფასების პროცესი. გარდა ამისა, გავეცანით იმ დამხმარე ვიდეოგაკვეთილებსაც, რომელთა საშუალებით მასწავლებლებს გაუადვილდებათ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საგანში მოსწავლეთათვის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება. ზოგადად, ინტელის ტრენინგი ჩემთვის მრავალმხრივ საინტერესო იყო. გარდა იმისა, რომ ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა და განვსაზღვრეთ მისი გამოყენების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში, პრაქტიკულად დავეუფლეთ ბლოგზე მუშაობის უნარ-ჩვევებს. თითოეული საკითხი განვიხილეთ საფუძვლიანად, გავაანალიზეთ შესაძლო პრობლემები და განვსაზღვრეთ გადაჭრის გზებიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია, თავად ტრენერის პროფესიონალიზმი, მისი პიროვნულ-ინდივიდუალური თვისებები.
ვრცელი და ძალზედ საინტერესო პროექტია.დარწმუნებული ვარ ეს პროექტი დიდ ზეგავლენას მოახდენს მოწაფეებზე და დარწმუნებული ვარ, თავის შედეგსაც გამოიღებს,რაც მათ მსოფმხედველობის გაზრდაში აისახება.
ОтветитьУдалитьძალიან მნიშვნელოვანი თემაა, მოეხმარება ბავშვს კრიტიკულ აზროვნებაში, პარალელი გაავლონ საკუთარ თავთან
ОтветитьУдалитьთემა იყო საინტერესო და მრავალფეროვანი.გათვლილი იყო მაღალ სააზროვნო უნარებზე.
ОтветитьУдалитьღრმა და საინტერესო პროექტია. მოსწავლეებს დაეხმარება გამოიმუშავონ მაღალი სააზროვნო უნარები.
ОтветитьУдалитьთემა იყო საინტერესო და აქტუალური. პრეზენტაცია იყო მრავალფეროვანი. საერთო ჯამში, მოსწავლეებისათვის თემატურად საინტერესო და შესასრულებლად სახალისო
ОтветитьУдалитьაღნიშნული პროექტი მოსწავლეების მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს, მრავალფეროვანი აქტივობებითაა წარმოდგენილი. მხატვრული ნაწარმოებების გააზრების შედეგად მოსწავლეები შეძლებენ ადეკვატური შეფასება მოახდინონ რეალური საზოგადოებრივი ცხოვრების.
ОтветитьУдалитьპროექტი აქტუალურ პრობლემურ საკითხს ეხება. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები გაიაზრებენ თემის მნიშვნელობას. ლამაზი დიზაინი.
ОтветитьУдалитьპროექტის თემა აქტუალურია და გათვლილია მაღალ სააზროვნო უნარების გამომუშავებაზე.
ОтветитьУдалить