Сообщения

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღის ტრენინგი გამოირჩეოდა  იმ თვალსაზრისით, რომ დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, ავტვირთეთ პორტფოლიო ბლოგზე. საინტერესო იყო თავად მასწავლებელთა მიერ გამართული ინდივიდუალური პრეზენტაზიები, მათი შეფასების პროცესი. გარდა ამისა, გავეცანით იმ დამხმარე  ვიდეოგაკვეთილებსაც, რომელთა საშუალებით მასწავლებლებს გაუადვილდებათ  კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით  სხვადასხვა საგანში მოსწავლეთათვის  მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება. ზოგადად, ინტელის ტრენინგი ჩემთვის მრავალმხრივ საინტერესო იყო. გარდა იმისა, რომ ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა და  განვსაზღვრეთ მისი გამოყენების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში, პრაქტიკულად დავეუფლეთ  ბლოგზე მუშაობის უნარ-ჩვევებს. თითოეული საკითხი განვიხილეთ საფუძვლიანად, გავაანალიზეთ შესაძლო პრობლემები და განვსაზღვრეთ გადაჭრის გზებიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია, თავად ტრენერის პროფესიონალიზმი, მისი პიროვნულ-ინდივიდუალური თვისებები.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გახსენით ბმული.

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი საინტერესო აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ სასწავლო პროცედურების გრაფა - დეტალურად აღვწერეთ   სხვადასხვა ეტაპზე განსახორციელებელი აქტივობები. ვისწავლეთ  პროექტის  ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის- საზოგადოების გამოკითხვის მიზნით კითხვარის შექმნა  და ბლოგზე გამოქვეყნება. გარდა ამისა, გავეცანით ვიდეოს ბლოგზე ატვირთვისათვის აუცილებელ პროცედურებს და პრაქტიკულად განვახორციელეთ აღნიშნული აქტივობაც. 

ვიდეო- რეპრესიის მსხვერპლნი

Изображение

ვიდეო - კადრი ფილმიდან "დიდოსტატის მარჯვენა"

Изображение

ვიდეო-ნაწყვეტი ფილმიდან "მონანიება"

Изображение

პროექტის კითხვარი

კითხვარის  სანახავად  გადადით  ბმულზე: