მერვე დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი საინტერესო აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ სასწავლო პროცედურების გრაფა - დეტალურად აღვწერეთ სხვადასხვა ეტაპზე განსახორციელებელი აქტივობები. ვისწავლეთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის- საზოგადოების გამოკითხვის მიზნით კითხვარის შექმნა და ბლოგზე გამოქვეყნება. გარდა ამისა, გავეცანით ვიდეოს ბლოგზე ატვირთვისათვის აუცილებელ პროცედურებს და პრაქტიკულად განვახორციელეთ აღნიშნული აქტივობაც.
Комментарии
Отправить комментарий