მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგის ფარგლებში შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, რომელიც მოსწავლეებს გაუადვილებთ საპრეზენტაციო საკითხების თემატურად გამართვასა და ლაკონიურად აზრის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმა-შაბლონი; განვსაზღვრეთ დამატებითი სასწავლო პროცედურები; გავეცანით ბლოგზე მუშაობისათვის საინტერესო პროცედურებს: ვისწავლეთ გაჯეტების დამატება და პრაქტიკულად განვახორციელეთ აქტივობა.